იაგო ხვიჩია პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე - ქოცურ-ნაცურ კატათაგვობანას დავარქმევდი

მე ამას დავარქმევდი ქოცურ-ნაცურ კატათაგვობანას, სადაც საბოლოო ჯამში მთავარი სანახაობაა, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დღეს პარლამენტში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, პროცესი სანახაობაზეა ორიენტირებული, რათა ადამიანებმა სხვა თემაზე საუბარი ვერ შეძლონ.

“პროცესი სანახაობაზეა ორიენტირებული. ამ ტაქტიკის შინაარსი ისაა, რომ მთავარია ისეთი სანახაობა მოაწყო, რომ ადამიანებმა სხვა თემებზე საუბარი ვერ შეძლონ და ეს არაადეკვატური იყოს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, დღეს განვითარებული მოვლენები იმ “კონცერტის გაგრძელებაა, რაც ხელისუფლებას და ოპოზიციას აწყობს”.

“ჩემი აზრით, ეს არის გაგრძელება იმ კონცერტის, რომელიც როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას აწყობს. არსებითი საკითხების ნაცვლად, თემა უნდა გადავიდეს, ადრე იყო შესვლა - არ შესვლაზე, ახლა გასვლა - არ გასვლაზე, ასეთი სახის “ივენთებზე” და არა კონკრეტულ საკითხებზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ”,- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის ბრალდებას, რომ სხდომათა დარბაზში დარჩენილმა ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” კენჭიყრისთვის კვორუმი შეუქმნა, ხვიჩია ამბობს, რომ “გირჩი” სხდომას არ დასწრებია.

“როდესაც სიტუაცია დაშოშმინდა, გადავედით გვერდზე ოფისში. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ პარლამენტის სხდომა გაგრძელებულა, მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი იყო იქ. ვიღაც მოსამართლეები დაუნიშნიათ და ჩვენი კოლეგები და კრიტიკოსები გვაკრიტიკებდნენ, რატომ შეუქმენით კვორუმი “ქართულ ოცნებასო”. ეს საერთოდ არ ვიცოდით, არც კვორუმი შეგვიდგენია. ახლა ვარკვევთ, რა ქნეს ჩვენმა კოლეგებმა. ბოიკოტში არიან, პარლამენტისგან გავიდნენ, ამ სხდომაზე არ შემოვიდნენ და ხვალ შემოვიდნენ, თუ რა ქნეს. ამის გარკვევის პროცესში ვართ”,- განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილის პიკეტირება მოახდინეს, თუმცა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ისინი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზიდან გამოიყვანეს. ამის შემდეგ ფრაქციებმა “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” განაცხადეს, რომ პარლამენტის რუტინულ საქმიანობას არ განაგრძობენ და მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესსა და საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა