ანონსი  13 ივლისი

13 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, N410)

13 ივლისს, 11:30 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება USAID „ზრდა“ პროექტის პრეზენტაცია - „მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“, რომელიც შეაჯამებს პროექტის მიერ განხორციელებული ინტერვენციების შედეგებს სათემო მართვის გაძლიერების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით.

ასევე გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი ლადო კახოიძე.

13 ივლისს, 12:00 საათზე, მცხეთაში პარტია "საქართველოსთვის" ოფისი გაიხსნება.

მის: ქ. მცხეთა, მამულაშვილის ქ. N4

13 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

13 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის სტუდენტს, მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გააცილებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, დიდი დარბაზი, მე-3 სართული

მის: მერაბ კოსტავას 77 (სააკაძის მოედნის მიმდებარედ)

13 ივლისს 12:00 საათზე, ახალგაზრდობის სააგენტო და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის „განათლება დასაქმებისთვის" (Skills4Jobs) და გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობით, კონფერენციას "ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგი 2025" გახსნის.

მის: თბილისი, წინანდლის ქ. 9; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ახალი კამპუსი.

საკონტაქტო: მარიამ ქებაძე - 591224457

13 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტის კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

13 ივლისს, 14:00 საათზე, მეცნიერთა კონგრესის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მეცნიერთა კონგრესის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;

მის: (რუსთაველის გამზ. 48)

საკონტაქტო: ციური გარუჩავა - 593 32 70 96

13 ივლისს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

13 ივლისს, 16:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში მივა.

მის: გრიბოედოვის ქუჩა N22

13 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში „სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში შედგება შეხვედრა ორგანიზაციის ექსპერტებსა და პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს შორის.

მის: კოსტავას 75ბ (ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ შენობა)

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599881505

13 ივლისს, 17:45 საათზე წინასწარი დაკავების იზოლატორში (ზაჰესი) "ლელოს" წევრს თაზო დათუნაშვილს სახელწიფო ინსპექტორი მოინახულებს.

13 ივლისს, 19:00 საათზე, საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები, პაციენტები და მათი მხარდაჭერები შეიკრიბებიან და სახელმწიფო სტრუქტურებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობას.

მის: ვასო გოძიაშვილის სახელობის „წითელ ბაღში“

13 ივლისს, 19:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრები ინკლუზიურ სპექტაკლს „იდუმალი მთის მიღმა" დაესწრებიან.

მის: ჭავჭავაძის გამზ. N1, (თსუ, სააქტო დარბაზი)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს