ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების ადრე მოხსნის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ადრე მოხსნის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

პრემიერის თქმით, გასულ თვეში რეგულაციების ეტაპობრივ გაუქმებას ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა მოჰყვა.

„ის რაც ჩვენ სწორი გადაწყვეტილება გვეგონა, რეალურად შეცდომა აღმოჩნდა. ჩვენ არასწორი გათვლა გავაკეთეთ, რის გამოც იმედგაცრუებულები ვართ და ბოდიშს გიხდით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ნიდერლანდების მთავრობამ ახლად გახსნილი ბარებისა და კლუბების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. Euronews წერს, რომ ნიდერლანდებში ეპიდსიტუაციის გაუარესება ინდური შტამის ფართოდ გავრცელებასთანაა დაკავშირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა