სამხრეთ აფრიკაში ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ დაწყებულ არეულობას მინიმუმ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაპატიმრების შემდეგ დაწყებულ არეულობას სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროტესტი ძალადობაში შაბათ-კვირას გადაიზარდა. ქუჩებში სხვადასხვა საგნები დაწვეს, გადაკეტეს მაგისტრალები და ბიზნეს ობიექტები გაძარცვეს.

სამართალდამცავებმა 800 ადამიანი დააკავეს. პოლიციის დასახმარებლად ხელისუფლებამ ქუჩებში სამხედროები განალაგა.

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, რომელსაც სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოჩენის გამო 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, პოლიციას რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა. საქმე ეხება მიმდინარე წლის თებერვალში კორუფციის საქმესთან დაკავშირებულ დაკითხვას, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი არ გამოცხადდა. სამართალდამცავები მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის ფაქტებს იძიებენ, რომელიც ზუმას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2009 წლიდან 2018 წლამდეა ჩადენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა