ანგელა მერკელი - რაც უფრო მეტი აცრილი იქნება, მით უფრო თავისუფლად ვიქნებით და უფრო თავისუფლად ვიცხოვრებთ

არავინ არის დაცული მარტო. რაც უფრო მეტი აცრილი იქნება, მით უფრო თავისუფლად ვიქნებით და უფრო თავისუფლად ვიცხოვრებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ახალი ვარიანტების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა, 12-დან 59 წლამდე ასაკის მოქალაქეების 85% -ისა და 60 წელს ზემო ასაკის პირების 90% -ის ვაქცინაცია.

ამასთან, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ აცრის გაკეთება გერმანიაში სავალდებულო არ გახდება.

„ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება“, - აღნიშნა კანცლერმა და დასძინა, რომ ამან შეიძლება, პროცესის მიმართ ხალხის ნდობა შეარყიოს.

ცნობისათვის, გერმანიაში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 43%.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე