საფრანგეთის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა Google-ი 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის ანტიმონოპოლურმა ორგანომ კომპანია Google-ი 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უწყებაში განმარტავენ, რომ კომპანიამ არ შეასრულა მარეგულირებლის განკარგულებები, რომელიც ფრანგულ მედია გამოცემებთან მათი მასალების გამოყენების პირობებზე „კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების“ გამართვას ითვალისწინებს.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში Google-მა უნდა წარადგინოს წინადადებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აუნაზღაურებს სააგენტოებსა და სხვა გამომცემლებს მათი კონტენტის გამოყენებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას დამატებით ყოველდღიურად 900 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ახალი ამბების გამომცემლები, APIG-ი, SEPM-ი და AFP-ი Google-ს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კომპანიამ ვერ შეძლო მათთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების გამართვა იმისთვის, რომ გამოენახათ საერთო ენა ახალი ამბების შინაარსის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალი მითითების შესაბამისად, რომელიც ე.წ. "მეზობელ უფლებებს" ქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა