ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის შს მინისტრის პოსტზე დეპუტატ დენის მონასტირსკის კანდიდატურა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე უკრაინის რადას დეპუტატის დენის მონასტირსკის კანდიდატურა დაასახელა.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინიციატივა პრეზიდენტმა პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე წამოაყენა და ამას ფრაქციამ მხარი დაუჭირა.

მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. პარლამენტი საკითხს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს უყრის კენჭს. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა თავად დენის მონასტირსკიმ და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა.

„მესმის რა მსხვერპლზე მივდივარ. თუმცა, როგორც ადამიანმა, პოლიტიკოსმა და პიროვნებამ, ეს არჩევანი გავაკეთე და ამ თანამდებობაზე ვიქნები პრეტენდენტი“, - განაცხადა მან.

მონასტირსკიმ დასძინა, რომ თანაპარტიელებმა პრეზიდენტის შეთავაზებას მხარი დაუჭირეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო