ჯანმო-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების მიღებაზე თავშეკავებისკენ ცალკეულ პირებს და არა ჯანდაცვის უწყებებს მოუწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სუმია სვამინათანი ვაქცინაციის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარ კომენტარზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ვაქცინების შერევისგან თავშეკავებისკენ ცალკეულ პირებს მოუწოდა და არა ჯანდაცვის უწყებებს.

”არსებული მონაცემების საფუძველზე ცალკეულმა პირებმა თავად არ უნდა გადაწყვიტონ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს კი შეუძლიათ. სხვადასხვა ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მონაცემებს ველოდებით - საჭიროა შეფასდეს იმუნოგენურობა და უსაფრთხოება,“- წერს ჯანმო-ს წარმომადგენელი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერმა სუმია სვამინათანიმა ონლაინ ბრიფინგზე მოქალაქეებს მოუწოდა, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების შერევისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან, ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ამასთან, მეცნიერის განცხადებით, სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების პრაქტიკა ქვეყნებში ქაოტურ სიტუაციას გამოიწვევს. ”ქვეყნებში ქაოტური სიტუაცია იქნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე და მეოთხე დოზას,”- აღნიშნა მეცნიერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა