აშშ-ი 60-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან

აშშ-ი 60-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან

აშშ-ის დასავლეთ შტატებში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ 60-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან.

ზოგიერთ ტერიტორიაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მოედო და ათასობით ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.

აქტიური ხანძრების ნახევარზე მეტი არიზონას, აიდაჰოს და მონტანას შტატებზე მოდის. ყველაზე დიდი ხანძარი კი ორეგონში მძინვარებს, სადაც, მედიის ინფორმაციით, ცეცხლი პორტლენდზე ორჯერ დიდი ზომის ტერიტორიაზეა მოდებული. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ორეგონში ხანძრის შედეგად სულ მცირე 7 სახლი და 40 სხვა შენობაა დამწვარი.

ხანძარი ძლიერმა სიცხემ გამოიწვია. ბოლო დღეებში აშშ-ის დასავლეთ შტატებში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კალიფორნიაში, „სიკვდილის ველზე“ 54.4 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. ექსპერტები ძლიერ სიცხეს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

უწყებათაშორისი სახანძრო ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ამჟამად აშშ-ში 67 დიდი აქტიური ხანძარია და დამწვარია 1 434 კვადრატულ მილზე მეტი ტერიტორია. ხანძრებს 14 200-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აშშ-ი 60-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან

აშშ-ის დასავლეთ შტატებში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ 60-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან.

ზოგიერთ ტერიტორიაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მოედო და ათასობით ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.

აქტიური ხანძრების ნახევარზე მეტი არიზონას, აიდაჰოს და მონტანას შტატებზე მოდის. ყველაზე დიდი ხანძარი კი ორეგონში მძინვარებს, სადაც, მედიის ინფორმაციით, ცეცხლი პორტლენდზე ორჯერ დიდი ზომის ტერიტორიაზეა მოდებული. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ორეგონში ხანძრის შედეგად სულ მცირე 7 სახლი და 40 სხვა შენობაა დამწვარი.

ხანძარი ძლიერმა სიცხემ გამოიწვია. ბოლო დღეებში აშშ-ის დასავლეთ შტატებში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კალიფორნიაში, „სიკვდილის ველზე“ 54.4 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. ექსპერტები ძლიერ სიცხეს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

უწყებათაშორისი სახანძრო ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ამჟამად აშშ-ში 67 დიდი აქტიური ხანძარია და დამწვარია 1 434 კვადრატულ მილზე მეტი ტერიტორია. ხანძრებს 14 200-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო