ნედ პრაისი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე - საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა

ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაპატიმრებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ტრაგიკულად ერთი ადამიანის სიცოცხლე, ამ შემთხვევაში თქვენი კოლეგის სიცოცხლე. ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაპატიმრებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული.

ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და პრესის თავისუფლება. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯაროდ დაგმონ ასეთი სახის ძალადობა, რომლის ადგილი დემოკრატიაში არ არის. ჩვენ ამაყად განვაგრძნობთ მთელ მსოფლიოში ლგბტქ საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დაცვას. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ ჯგუფების მიმართ და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის მიმართ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მოთხოვნას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„რაც შეხება პრემიერ-მინისტრს და მის მომავალს, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 5-6 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება, ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი სანქციების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ ავამოქმედებთ, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. გვინდა, დავინახოთ, რომ ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე, რათა ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო