აშშ-ის პროკურატურამ ირანის ოთხ მოქალაქეს ჟურნალისტის გატაცების დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები არიან, ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებების აქტივისტის გატაცების დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტმა თავდასხმის ობიექტი არ დაასახელა, Reuters-მა დაადგინა, რომ საუბარია „ამერიკის ხმის“ სპარსულენოვანი სამსახურის თანამშრომელ მასიჰ ალინეჯადზე, რომელიც ირანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანელმა საიდუმლო აგენტებმა დაიქირავეს კერძო დეტექტივები, რომლებსაც ჟურნალისტის ოჯახისა და სახლისთვის ვიდეოები უნდა გადაეღოთ, რაც მისი გატაცების დაგეგმვაში დაეხმარებოდათ.

ბრალდებულები გეგმავდნენ, რომ მსხვერპლი ნიუ-იორკიდან ჯერ კარაკასში, შემდეგ კი ირანში გადაეყვანათ.

FBI–ს აგენტებმა ალინეჯადი მიმდინარე წლის დასაწყისში გააფრთხილეს, რომ ირანი აპირებდა მის გატაცებას და ჟურნალისტი და მის მეუღლე გამოძიების დასრულებამდე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი