ისრაელმა “ჰამასის” ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე ავიაიერიში განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ყველა სცენარისთვის მზად არიან. მათი განმარტებით, იერიში პალესტინის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სპეციალური, ცეცხლგამჩენი ბურთების გაშვების საპასუხო ქმედებაა.

ისრაელმა ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიაიერიში რამდენჯერმე განახორციელა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა