ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 10%-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი - 3%-ით გაიზარდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 3 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 10%-ით მეტია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 333 030 შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა, რაც 9%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. შემდეგ მოდის ინდოეთი 291 789 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 7%-ით ნაკლებია, მესამე ადგილზეა ინდონეზია, 243 119 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 44 %-ითაა გაზრდილი, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფო ( 210 277 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (174 320 ახალი შემთხვევა) არიან. გაერთიანებულ სამეფოში გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირებულების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 55 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 3%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. „ალფა“ ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად“ მოიხსენებენ, მსოფლიოს დაახლოებით 178 ქვეყანაშია გამოვლენილი, „ბეტა“, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი, 123 ქვეყანაში, - „გამა“, ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი - 75 ქვეყანაში.

რაც შეეხება „დელტა“ შტამს, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს 111 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მაშინ, როცა წინა კვირაში ამ ქვეყნების რაოდენობა 15-ით ნაკლები იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა