სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შედეგად სომეხი სამხედრო დაიღუპა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე 14 ივლისს ინციდენტი მოხდა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყებამ განაცხადა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით თავიანთი პოზიციების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას შეეცადნენ. ამ სამუშაოების შეჩერების მიზნით სომხური მხარის მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედებების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს,“- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მსხვერპლი აზერბაიჯანულ მხარესაც ჰყავს.

„სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს აზერბაიჯანული მხარის ამ პროვოკაციას და აფრთხილებს, რომ მკაცრ პასუხს მიიღებს. სიტუაციის შემდგომ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება”, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა