დაცული ტერიტორიების სააგენტომ „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე, ხედვებზე, პანდემიის გავლენასა და შედეგებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს, კონფერენციის თემატიკა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ტურიზმის ინდუსტრიაზე კოვიდ 19-ის გავლენას მიეძღვნა. სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა პანდემიის ჭრილში ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, კონფერენციის მონაწილეებს ანტიკრიზისული გეგმები და ახალი ტენდენციები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში, სექტორის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განვითარებაა.

დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო ხედვებზე პრეზენტაციის წარდგენის დროს, ყურადღება გამახვილდა სააგენტოს უახლოეს გეგმებზე, მათ შორის, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე 1 მილიონ ჰექტრამდე, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17%-ია; ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორებიცაა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის გახსნა, სათაფლიაში მღვიმისა და თანამედროვე, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათების სისტემის მოწყობა; მხარეებმა ისაუბრეს ახალ ეკოტურისტულ პროექტებზე, მათ შორის, წალკის კანიონის გახსნა, თეთრა მღვიმის გახსნაზე და ახალი ეკოტურისტული ბილიკების მოწყობაზე. პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა გლობალური საერთაშორისო აღიარება, რომელიც საქართველოს 4 დაცული ტერიტორიისთვის იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს პროექტს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა