BBC - თალიბებმა ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო პუნქტზე დროშა აღმართეს

თალიბებმა ავღანეთსა და პაკისტანს შორის მდებარე მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტზე საკუთარი დროშა აღმართეს და აცხადებენ, რომ სასაზღვრო პუნქტს თავად აკონტროლებენ, - ინფორმაციას BBC-ი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ფრიალებს დროშა ყანდაართან ახლოს მდებარე სპინ-ბოლდაკის სასაზღვრო გადასასვლელზე. BBC-ი წერს, რომ გამოცემას არ შეუძლია იმის დადასტურება, უტყუარია თუ არა გავრცელებული ვიდეო, თუმცა, გამოცემას წყარომ აცნობა, რომ „თალიბანმა“ სასაზღვრო გადასასვლელი წინააღმდეგობის გარეშე აიღო. ამასთან, ავღანეთის ხელისუფლება სასაზღვრო პუნქტის დაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

BBC-ის ცნობით, პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ „თალიბანმა“ სასაზღვრო პუნქტი ხელში ჩაიგდო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა