ილჰამ ალიევი - კონფლიქტი მოგვარდა და ომი დასრულდა - მიუხედავად ამისა, მზად ვართ და ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ომისთვის

ახალი ეპოქა დაიწყო - მშენებლობის, პოსტ-კონფლიქტური ეპოქა. მსურს კიდევ გავიმეორო, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია და ის ჩვენ, აზერბაიჯანის სახელმწიფომ, მოვაგვარეთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი მოგვარებულია, აზერბაიჯანი ომისთვის ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს.

„ზოგიერთები ამბობენ, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს, რომ ეს კონფლიქტი არ მოგვარებულა. ისინი არასწორ და სახიფათო გზას ადგანან. თუკი არ მოგვარებულა, აგვიხსნან, როგორ უნდა მოგვარდეს. ჩვენ ვთვლით, რომ კონფლიქტი მოგვარდა და ომი დასრულდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ და ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ომისთვის,“- აღნიშნა ალიევმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა