სერგო ჩიხლაძე - რა გახდა ერთი საიტის პროგრამული უზრუნველყოფა?! - დიდი ბოდიში, მაგრამ ინდაურებს აბარიათ ჩვენი ჯანდაცვა

ინდაურებს აბარიათ ჩვენი ჯანდაცვა, ქალბატონმა ტიკარაძემ, რომელიც აბსოლუტურად არაკომპეტენტურია და უვიცი, საერთოდ არაფერი გაეგება ჯანდაცვაში, ამას ჩააბარეს ქვეყნის 6 მილიარდიანი ბიუჯეტი! ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხარვეზებით მიმდინარე რეგისტრაციის პროცესი „სერიოზული არაკომპეტენტურობაა“.

მისივე თქმით, უარესი იქნება, თუ დადასტურდება, რომ ვიღაცები ჩაწყობით „ქართულ-ჯიგრულ „პონტში“ დაარეგისტრირეს „ფაიზერზე“.

„ ვხედავთ, რომ „ფაიზერის“ მსურველია ასი ათასზე მეტი ადამიანი, ჩინურების მსურველია რამდენიმე ათასი ადამიანი. ის რომ დღესაც ბევრი ადამიანი შევიდა, სავარაუდოდ, ამან არია ის გაუმართავი პროგრამა. დიახაც, ადამიანები აიცრებიან, თუ იქნება „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს ხომ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომელი ვაქცინისადმი აქვთ ნდობა ადამიანებს. საიტის საკითხი ხუმრობის თემა აღარ არის, ეს არის სერიოზული არაკომპეტენტურობა. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა?! მილიონ დოზას დაგვპირდნენ და 28 ათასი შემოვიდა, ეს სხვა თემაა, იმედია შემდეგ კვირაში შემოვა შემდეგი დოზა. აქაც სერიოზული აცდენა აქვთ. ერთი სპიკერი გამოდის და ამბობს, რომ მაისში ველოდებით, შემდეგ ივლისსა და ივლისში. გუშინ წინ გამოვიდა გამყრელიძე და თქვა, რომ ოქტომბრის ბოლომდე შემოვა „ფაიზერი“. ეს ხომ სერიოზული აცდენაა და სერიოზულ უნდობლობას იწვევს, თუნდაც ასეთი არასწორი კომუნიკაცია. რამდენიმე ათასი დოზის შემოსვლამ გამოიწვია ის, რომ საიტი პარალიზებულია, ადამიანები ვერ რეგისტრირდებიან.

კიდევ უარესი იქნება, თუ დადასტურდება, რომ ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული, ვიღაცები ჩაწყობით ქართულ-ჯიგრულ „პონტში“ დაარეგისტრირეს „ფაიზერზე“ ეს იქნება რეალური დანაშაული, თუ გამოვლინდა. ციხეში არიან ეს ადამიანები გასაშვებები! რა გახდა ერთი საიტის პროგრამული უზრუნველყოფა?! ამ სამ მილიონიან ქვეყანაში, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი რომ გადაწყვეტს რეგისტრირებას, რა გახდა ეს?!

არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში ადამიანები მუშაობენ საშუალო გონებრივი შესაძლებლობებით, თუ ინდაურები?! გაურკვეველია! კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში, მაგრამ ინდაურებს აბარიათ ჩვენი ჯანდაცვა, საღლიცინო თემა არ არის! ყოველდღე ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს ვკარგავთ, იმიტომ რომ ქალბატონმა ტიკარაძემ, რომელიც აბსოლუტურად არაკომპეტენტურია და უვიცი, საერთოდ არაფერი გაეგება ჯანდაცვაში, ამას ჩააბარეს ქვეყნის 6 მილიარდიანი ბიუჯეტი. ამ უვიცებს აქვთ ჩაბარებული! ეს არის დღეს ჩვენი პრობლემა და აქ ვიღაცები დავობენ, რომ გავუშვათ, თუ არ გავუშვათ მთავრობა. არა, დავტოვოთ ტიკარაძე ისევ, ჩავაბაროთ კიდევ 6 მილიარდი ლარის ბიუჯეტი და კარგად გახარჯავს, კარგად იშოვნიან ფულებს. დავტოვოთ ისევ ბატონი გამყრელიძე, რომელიც ამბობს, რომ ჩემზე უკეთესი არავინ არ არის ამ ქვეყანაშიო. ასეთ ხალხთან, უსინდისო ადამიანებთან გვაქვს საქმე, ესენი უსინდისო, მავნე ადამიანები არიან. აქამდე ამის თქმას ვერიდებოდი, ზოგი კოლეგაა, რაღაც მაკავშირებს, მაგრამ ამ ხალხის გაჩერება ხელისუფლებაში ღარიბაშვილის, ტიკარაძის, გამყრელიძის და სხვების, ეს არის ათეულობით ადამიანის მეტი რაოდენობით სიკვდილი ყოველდღიურად და ასეულ მილიონობით ლარის დაკარგვა. ეს სრული უნდობლობაა პროცესისადმი“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.

მან მასობრივ იმუნიზაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, „ამ უვიცების ხელში, შეიძლება რამე მასიურობაზე იყოს საუბარი?!“

„რა მასობრივი იმუნიზაცია, 5-6 ათასი ადამიანი არ რეგისტრირდებოდა ყოველდღიურად, მასობრივი იმუნიზაცია 28 ათასი დოზა შემოვიდა და 28-ჯერ საიტი გაიჭედა. ერთი პროგრამული უზრუნველყოფა ვერ გააკეთეს, რატომ ვიბრმავებთ თვალებს?! ამ უვიცების ხელში, შეიძლება რამე მასიურობაზე იყოს საუბარი?! 17 თვეა ათასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ“,-აღნიშნავს ჩიხლაძე და დასძენს, რომ „თუ რამე არ გაუმჯობესდა მენეჯმენტის, ლოჯისტიკის კუთხით და კომპეტენციები არ შეიცვალა აღნიშნულ უწყებებში, ძალიან სავალალო მდგომარეობა იქნება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა