Bloomberg - აშშ-ში ვაქცინების ორივე დოზა მოსახლეობის 48%-მა მიიღო, ევროკავშირში - 40%-მა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 29 მილიონზე მეტი ადამიანი იცრება, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.46 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 22.6%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.39 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 412 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 385 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 334 მილიონი. ამ დროისათვის აშშ-ში ვაქცინების ორივე დოზა მოსახლეობის 48%-მა მიიღო, ევროკავშირში 40%-მა, გაერთიანებულ სამეფოში 52%-მა, ისრაელში კი- 57.4%-მა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო