ჯო ბაიდენის და ანგელა მერკელის შეხვედრა დღეს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დღეს თეთრ სახლში უმასპინძლებს. Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის საფრთხეებთან საბრძოლველად ძალების გაერთიანებას და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის კიბერშეტევებსა და ტერიტორიულ აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამასთან, ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი პანდემიასა და კლიმატის ცვლილებებზეც იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი ვაშინგტონს კანცლერის რანგში უკანასკნელად სტუმრობს. სექტემბრის არჩევნების შემდეგ ის გერმანიის მთავრობაში დარჩენას აღარ გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენისა და ანგელა მერკელის შეხვედრა დღეს გაიმართება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო