ლევან ბეჟაშვილი - გომელაური პარლამენტში იმისთვის უნდა მოვიდეს, რომ მერე თანამდებობიდან წავიდეს - მოსმენაში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას

გომელაური პარლამენტში უნდა მოვიდეს იმისთვის, რომ მერე წავიდეს თანამდებობიდან - მოსმენაში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, დავსვამთ ყველა კითხვას,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გომელაურის მოსმენის დროს მათი მთავარი კითხვა იქნება როდის გადადგებიან ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური.

"მე ვფიქრობ, გომელაური უნდა მოვიდეს პარლამენტში, გასცეს ყველა კითხვას პასუხი და უნდა მოვიდეს იმისათვის, რომ მერე წავიდეს თანამდებობიდან. თუკი ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გომელაურმა, ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა პირველ რიგში უნდა იკისრონ ეს პასუხისმგებლობა და გადადგნენ თანამდებობიდან, როგორც ამას ითხოვს მედია, საზოგადოება და რისი მოლოდინიც არსებობს მთელ ქვეყანაში. ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, დავსვამთ ყველა კითხვას, მაგრამ მთავარი კითხვა იქნება, როდის გადადგება ღარიბაშვილი და გომელაური, რადგან დღეს საზოგადოების მოლოდონი და კონსენსუსი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე - ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს 5-6 ივლისის ძალმომრეობის გამო, რაც საზოგადოების ყველა წევრმა თვალნათლივ იხილა", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა