ლევან გოგიჩაიშვილი - ხელისუფლება „ოცნებისთვის“ ბიზნესია, ფულის საშოვნი ჩარხია, რა უნდა იწამო ღარიბაშვილის, რომელიც მექრთამეობისთვის გააგდო ივანიშვილმა

ხელისუფლება „ქართული ოცნებისთვის“ ბიზნესია, ფულის საშოვნი ჩარხია. რა უნდა იწამო ღარიბაშვილის, რომელიც მექრთამეობისთვის გააგდო ბიძინა ივანიშვილმა - სჯობს შიგნით, პარლამენტში იყოს პროტესტი, ვიდრე გარეთ გადმოიღვაროს, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, 2016 წელს „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში „კალოშებით“ შემოვიდნენ და ახლა მულტიმილიონერები არიან.

„ხელისუფლება „ქართული ოცნებისთვის“ ბიზნესია. ფულის საშოვნი ჩარხია მათთვის ეს ყველაფერი. რა უნდა იწამო ღარიბაშვილის, რომელიც მექრთამეობისთვის გააგდო ბიძინა ივანიშვილმა?! ჩვენ გვახსოვს ის სქემა, თუ რას აკეთებდა ეგ „კლანი“. „ოცნების“ ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც 2016 წელს მართლა „კალოშებით“ შემოვიდა და ახლა მულტიმილიონერია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს თავისი ქვეყანა უყვარდეთ?! ზოგი გამგეობაში იკვებება, ზოგი - მერიაში. ეს ბიუჯეტის ქურდები, მოძალადეები, მშიშრები! ბიზნესის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელები არიან, შენ რომ სამშობლო გიყვარს, ყველაფერზე ვერ წახვალ. ყველამ რეჟიმს უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა. სჯობს კონფლიქტი პარლამენტის შენობაში იყოს, ვიდრე ქუჩაში. ადამიანმა პარლამენტი რატომ მოიგონა?! მე არ ვუყურებ ტრაგიკულად, როდესაც შიგნით ერთმანეთს უპირისპირდებიან. სჯობს შიგნით, პარლამენტში იყოს პროტესტი, ვიდრე გარეთ გადმოიღვაროს. ხელისუფლება ყველანაირ „წითელ ხაზს“ გადავიდა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი