კასპის ტექნოპარკში პროექტის "გააციფრულე საქართველო“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კასპის ტექნოპარკში პროექტის ,,გააციფრულე საქართველოს“ პირველი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

როგორც, სააგენტოში აცხადებენ, პროექტის მიზანია Google-ის ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას. პროექტს ახორციელებს აიპ „აი“, USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.

მათივე ინფორმაციით, მილიონობით ადამიანი ენდობა Google Maps ყოველდღიურად. ეს არის პლატფორმა, სადაც იგეგმება ტურიზმი. საქართველოში კი უამრავი ადგილია ისეთი, რომელიც არ არის დატანილი მასზე, დატანილია შეცდომით, ან არ მოიცავს შესაბამის ინფორმაციას, რამაც უნდა უბიძგოს დაინტერესებულ პირს ვიზიტისკენ. გარდა ამისა, ხშირად ვხვდებით ცრუ და უსარგებლო ინფორმაციას, რაც არამხოლოდ აბნევს მოგზაურს, არამედ აზიანებს ეროვნულ ინტერესებსაც.

გამოწვევის საპასუხოდ, Google-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Google for Tourism Campaign-ის ფარგლებში გადაამზადა 30-მდე ახალგაზრდა. მათგან შეირჩა 12 ციფრული მოხალისე, რომლებიც ჩაერთნენ ,,გააციფრულე საქართველოს“ პროექტში და იმოგზაურეს საქართველოს მასშტაბით, რათა გადაეცათ თავიანთი ცოდნა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ტურიზმის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

„პროექტის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში (კასპი, გორი, ხაშური, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, მარნეული, ბოლნისი, წალკა, ახმეტა) მოეწყო ციფრული მისიები, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს და საფეხმავლო ტურებს, რომელშიც 300-მდე ციფრული მისიონერი ჩაერთო. მათი დახმარებით მოხდა ადგილობრივი ბიზნესებისა და ღირსშესანიშნაობების გაციფრულება (დატანა, კორექტირება, აღწერა, დასურათება Google-ის რუკებზე; Google My Businesses გამართვა და საკუთარი ვებგვერდების შექმნა საოჯახო სასტუმროებისთვის და კვების ობიექტებისთვის.).

ციფრული მისიების შემდგომ კი ციფრული მისიონერები ჩაერთვნენ მხარდამჭერ პროგრამაში, რათა მუდმივად ჰქონდეთ წვდომა ციფრულ მოხალისეებთან და მიიღონ მათგან საჭირო დახმარება. საუკეთესო შედეგების მქონე ციფრული მისიონერები კი (ვინც ამ ზაფხულს ყველაზე მეტ ადგილს გააციფრულებს) სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა