რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნივერსიტეტის რექტორი, რომლის დანიშვნასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, თანამდებობიდან გაათავისუფლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის „ბოსფორის უნივერსიტეტის“ რექტორი მელიჰ ბულუ, რომლის დანიშვნასაც საპროტესტო აქციები და ასობით ადამიანის დაკავება მოჰყვა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულება Official Gazette-ში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მელიჰ ბულუს დანიშვნას, რომელიც 2015 წლის თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ კანდიდატი იყო, თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მიმდინარე წლის იანვარში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტებისა და ლექტორების დაწყებულმა პროტესტმა ჯერ სტამბოლის, შემდეგ კი თურქეთის სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში გადაინაცვლა. პროტესტში მონაწილე სტუდენტები და ლექტორები აცხადებდნენ, რომ მელიჰ ბულუ იყო პირველი რექტორი 1980 წლის შემდეგ, რომელიც ამ თანამდებობაზე უნივერსიტეტის „გარედან“ დანიშნეს. ერდოღანმა აქციების მონაწილე სტუდენტები „ტერორისტებს“ შეადარა, მელიჰ ბულუ კი გადადგომაზე უარს აცხადებდა. საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა ასობით მონაწილე დააკავეს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნივერსიტეტის რექტორი, რომლის დანიშვნასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, თანამდებობიდან გაათავისუფლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის „ბოსფორის უნივერსიტეტის“ რექტორი მელიჰ ბულუ, რომლის დანიშვნასაც საპროტესტო აქციები და ასობით ადამიანის დაკავება მოჰყვა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულება Official Gazette-ში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მელიჰ ბულუს დანიშვნას, რომელიც 2015 წლის თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ კანდიდატი იყო, თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მიმდინარე წლის იანვარში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტებისა და ლექტორების დაწყებულმა პროტესტმა ჯერ სტამბოლის, შემდეგ კი თურქეთის სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში გადაინაცვლა. პროტესტში მონაწილე სტუდენტები და ლექტორები აცხადებდნენ, რომ მელიჰ ბულუ იყო პირველი რექტორი 1980 წლის შემდეგ, რომელიც ამ თანამდებობაზე უნივერსიტეტის „გარედან“ დანიშნეს. ერდოღანმა აქციების მონაწილე სტუდენტები „ტერორისტებს“ შეადარა, მელიჰ ბულუ კი გადადგომაზე უარს აცხადებდა. საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა ასობით მონაწილე დააკავეს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი