„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში დააკვირდება

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში დააკვირდება. არჩევნებზე დაკვირვება შესაძლებელია „ღია საზოგადოების ფონდისა“ და „შავი ზღვის ფონდი რეგიონალური თანამშრომლობისათვის“ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, მონიტორინგი მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით, ასევე - არჩევნების დღის მონიტორინგს.

„წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებისას ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, იძულება და მოსყიდვა, საარჩევნო სუბიექტების დაშინების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევები და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას ორგანიზაცია განახორციელებს როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან არჩევნების სხვადასხვა ეტაპებსა და პროცედურებს: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრას, ხმის დათვლას, შემაჯამებელი ოქმების შევსებას და ა.შ.

კახეთსა და ქვემო ქართლში დაკვირვება, ძირითადად, განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. არჩევნებამდე მონიტორებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საარჩევნო მონიტორინგის საკითხებში.

არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს და გაავრცელებს ანგარიშს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საარჩევნო მონიტორინგის შედეგები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა