გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, სამაშველო სამუშაოებში სამხედრო ტექნიკა და ვერტმფრენები ჩართეს

დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი მეხანძრეცაა. ამასთან, ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, გერმანიის რაინლანდ- პფალციან შტატში 6 სახლი დაინგრა და ამ დროისთვის 30 დაკარგულს ეძებენ.

„ამჟამად სახურავებზე გაურკვეველი რაოდენობის ადამიანები იმყოფებიან, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”, - განაცხადა ქალაქ კობლენცის პოლიციის პრესსპიკერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობისგან თავის დასაღწევად სახურავებზე 50-მდე ადამიანია ჩარჩენილი. გერმანიის არმიამ წყალდიდობისგან დაზიანებული ქუჩების გასაწმენდად 230-ზე მეტი ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა გაგზავნა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც, რომლებიც სახურავებზე მყოფი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

სტიქიის ზონაში 200 000 ოჯახი ელექტორენერგიის გარეშეა დარჩენილი. გერმანიის ელექტროენერგიის უდიდეს სადისტრიბუციო კომპანია Westnetz-ში აცხადებენ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველა შესაძლო ზომას ახორციელებენ. წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ქალაქში სასმელი წყლის მიწოდებაც შეფერხდა.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით