ანა ნაცვლიშვილი 18 ივლისს პარლამენტში შს მინისტრის მოსმენაზე - ეს არის მცდელობა, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლისთვის ხელისუფლებას ჰქონდეს ალიბი

ეს არის მცდელობა, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლისთვის ხელისუფლებას ჰქონდეს ალიბი, - ასე ეხმიანება „ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი 18 ივლისს პარლამენტში დაგეგმილ შს მინისტრის მისვლას. ნაცვლიშვილის თქმით, ისინი ამ მოსმენას დაესწრებიან და მინისტრს მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„ეს არის მცდელობა, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლისთვის ხელისუფლებას ჰქონდეს ალიბი, ძალიან პრობლემური, მაგრამ გარკვეული ალიბი. თუმცა, ეს გაუჭირდებათ მათ, რადგან მათ აქვთ არაერთი მიმართულებით მძიმე მდგომარეობა.

გომელაურის მოსვლის მოთხოვნა ჰქონდა ოპოზიციას და შესაბამისად, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვნახოთ რეალური პროცესი და არა ის, როცა აქ პრემიერ- მინისტრი იყო მოსული და თითქმის არც ერთ კითხვას კონკრეტულად არ პასუხობდა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური 18 ივლისს მივა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი კი 18-19 ივლისს იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა