გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - მოვუწოდებ ჩინეთს, შესაძლებელი გახადოს კოვიდის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაგრძელება

მოვუწოდებ ჩინეთს, შესაძლებელი გახადოს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაგრძელება, - ეს განცხადება გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, გერმანიამ ჯანმო-ს პროგრამისთვის, ACT Accelerator, რომლის მიზანი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, ვაქცინებსა და ტესტებზე წვდომის უზრუნველყოფაა, 260 მილიონი ევრო გამოყო.

ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიებაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმაც.

„ჩინეთს ვთხოვთ, იყოს გამჭირვალე და გახსნილი და ითანამშრომლოს. მილიონობით დაღუპულის წინაშე ვალდებულები ვართ, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა