ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს LGBTQ თემის დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივის

ევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის ზოგიერთი რეგიონის წინააღმდეგ ლგბტქ თემის დისკრიმინაციის გამო სამართლებრივი დავა დაიწყო, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კომისიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტქ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს. პოლონეთში კი, 100-ზე მეტმა რეგიონმა თავი გამოაცხადა „ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად", რამაც ბლოკში კრიტიკა გამოიწვია.

„ევროპა არასდროს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. თანასწორობა და ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ძირითადი ფასეულობებია. კომისია გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად“, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნგრეთსა და პოლონეთს საპასუხოდ ორი თვე მიეცათ.

ევროკომისიას უფლება აქვს გამოიყენოს სამართლებრივი ზომები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ თვლის, რომ ისინი არღვევენ ბლოკის კანონებს. ამ პროცესმა საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ჯარიმების დაწესება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს