თურქეთში, რიზეს პროვინციაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაკარგულად ითვლება

თურქეთში, შავი ზღვისპირა რიზეს პროვინციაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია.როგორც თურქული მედია იუწყება, სტიქიას მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაკარგულად ითვლება.

მედიის ცნობით, წყალდიდობამ წალეკა ავტომობილები და რამდენიმე სახლის ნგრევა გამოიწვია. ნიაღვარმა გაანადგურა ნათესებიც.

ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, რეგიონში სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს, რომლებიც დაკარგულ 2 ადამიანს ეძებენ. მისივე თქმით, სტიქიის გამო ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყდა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანის სახლებიდან ევაკუაცია განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა