გერმანიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და 43-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

30-დან 60-მდე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

სტიქიის შედეგად, დაზარალდა ჩრდილოეთ რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის მიწები. ადამიანთა დასახმარებლად, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები.

სტიქიას ვაშინგტონიდან გამოეხმაურა ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც განაცხადა, რომ დატბორილი მიწების მცხოვრებლებს სახელმწიფო დაეხმარება.

მისი თქმით, მუდმივად ეკონტაქტება ქვეყნის ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქი წყალდიდობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. ადამიანები იძულებული გახდნენ, სახლების სახურავებზე ასულიყვნენ და იქ დალოდებოდნენ მაშველებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა