სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი აზერბაიჯანს ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შუშაში მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სტეპანაკერტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ განცხადება მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა გეღამ სტეპანიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლები სტეპანაკერტში იმყოფებოდნენ, რომლის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის სროლები იყო, თუმცა დაშავებულები არ არიან.

სტეპანიანის განცხადებით, ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუს სამშვიდობოებს გადაეცათ. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო მეტად არღვევს ყარაბაღთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რისი მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება, შიშის და დაძაბულობის ატმოსფეროს ფორმირებაა.

ომბუდსმენი საჭიროდ მიიჩნევს ინციდენტების გამოძიებისა და შეკავების მექანიზმის დანერგვის აუცილებლობას პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.

ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც, რომელიც 15 ივლისს ადგილობრივი დროით 14:15 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბასარქეჩარსკის რაიონიდან აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგე მხარის ქმედებების საპასუხოდ, გაიხსნა საპასუხო ცეცხლი. უწყების ინფორმაციით, დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო