დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 48 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო 6 თვეში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 48 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ეს ბოლო 6 თვეში ქვეყნისთვის კოვიდით დაინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლოს ყველაზე მაღალი - 55 761 შემთხვევა 15 იანვარს იყო.

გარდა ამისა, ქვეყანაში ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ასევე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 26 მარტის შემდეგ. ჯანდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ზრდასრული მოსახლეობის უკვე ორ მესამედზე მეტი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების 2 დოზით არის აცრილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა