ჯო ბაიდენი - რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მეზობლების წინააღმდეგ იძულების ან მუქარის იარაღად გამოიყენოს

შეერთებული შტატები და გერმანია ერთიანი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თანხმდებიან, რომ მოსკოვს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მეზობლების დაშინების მიზნით გამოიყენოს, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

”ჩვენ ერთად ვდგავართ და გავაგრძელებთ ერთად დგომას, რომ დავიცვათ ნატოში ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეები რუსეთის აგრესიისგან ”, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, გერმანიის ლიდერთან შეხვედრაზე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საკითხზეც ისაუბრეს.

„კიდევ ერთხელ გამოვთქვი შეშფოთება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შესახებ, თუმცა კანცლერი მერკელი და მე აბსოლუტურად ერთიანი ვართ იმაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ენერგეტიკა მეზობლების წინააღმდეგ იძულების ან მუქარის იარაღად გამოიყენოს,“- განაცხადა ბაიდენმა.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ მილსადენი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ უკრაინული მილსადენები ჩაანაცვლოს.

„ჩვენი იდეა არის და დარჩება ის, რომ უკრაინა ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ქვეყნად რჩება და უკრაინას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, ტერიტორიული სუვერენიტეტის უფლება აქვს,“- აღნიშნა მერკელმა.

მისივე თქმით, გერმანია მზად არის რეაგირება მოახდინოს მოსკოვზე "თუ რუსეთი პატივს არ სცემს უკრაინის ამ უფლებას, რომელიც მას, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აქვს".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს