სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება, სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე

შეერთებული შტატები შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოში "ყველა მიმდინარე დანიშვნა" იქამდე შეეჩერებინათ, სანამ "სასამართლოს ამბიციური რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით არ განხორციელდებოდა”.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ. ამის არ შესრულება კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლოს მიმართ და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ ასევე შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების და კანონის უზენაესობის მიმართ და გააძლიეროს პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ