საბა ბუაძე - წინასაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა პირებმა გააგრძელონ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება

წინასაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ იქ „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა პირებმა გააგრძელონ მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლელოში" აღნიშნავენ, რომ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს სალიცენზიო მოსაკრებელი გაუნახევრა.

„მინდა, მოგახსენოთ მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე კაზინოებს 2 წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი და აჩუქა 5 მილიონი. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ ქუჩებში არის ორგანიზებული ძალადობა, როცა ჟურნალისტებს ფიზიკურად ესხმიან თავს და გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლება არის დამალული და მედიას უცხადებს ბოიკოტს, მთავრობა ახერხებს და ამ შავ-ბნელი საქმეებისთვის იცლის და მისი დამფინანსებელ სათამაშო ბიზნესს აძლევს 5 მილიონი ლარის საჩუქარს. წინასაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ იქ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ადამიანებმა გააგრძელონ მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ელემენტარული დახმარებაც კი ვერ გამოუყო ქართულ ბიზნესს, რომელიც მისი ხელით განადგურების პირას არის და ეკონიმიკა არის ჩამოშლის პირას. 5 მილიონი გამოუყვეს სათამაშო ბიზნესს მაშინ, როცა ის არის მზარდი ბიზნესი და მისმა ბრუნვამ გასულ წელს შეადგინა 38 მილიარდი ლარი“, - განაცხადა ბუაძემ.

იხილეთ ვიდეო: საბა ბუაძე - წინასაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა