რუსეთში კორონავირუსს 799 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 25 704 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 799 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევები რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 5 907 999 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 146 868 ადამიანი ემსხვერპლა.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო