ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინით 16-17 წლის პირების აცრა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოში ვაქცინის მე-2 და მე-3 პარტია შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინით 16-17 წლის მოქალაქეების აცრა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოში ვაქცინის მე-2 და მე-3 პარტია შემოვა.

როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია.

„16-17 წლის მოქალაქეების აცრა მალე დაიწყება. მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირაში ეს ბრძანება გამოქვეყნდება და შესაბამისად, როცა „ფაიზერის“ მე-2 და მე-3 პარტია შემოვა, უკვე 16 წლის ზემოთ მოქალაქეების აცრა შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებს, ამაზე ხშირად ისმის კითხვა. ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ. იცით, რომ ამ ასაკში ჯერჯერობით, მხოლოდ კანადა, აშშ, ინგლისი, იტალია და ჯამში, რამდენიმე ქვეყანა ცრის, თავიანთი მარეგულირებლების გადაწყვეტილებით. მაგრამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ევროპის წამლის სააგენტო არ აღიარებს ამას, იქამდე ჩვენ თავს შევიკავებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ ბავშვებში ინფიცირების მომატებულ ოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთო ინფიცირებაში 18 წლამდე ასაკის მოქალაქეების წილი 17-იდან 18%-მდეა.

„ინფიცირებულებიდან რამდენია ჰოსპიტალიზებული ვერ გეტყვით. თუმცა, ჰოსპიტალიზაცია იზრდება იმის გამო, რომ ეს შტამები უფრო აგრესიული მიმდინარეობისაა, განსაკუთრებით „დელტა“ შტამი.

რაც შეეხება სამწუხარო შემთხვევას, ჩვენ 1 წლამდე ბავშვებში გარდაცვალების მეორე შემთხვევა გვაქვს. ერთი ადრე იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო „დელტა“ შტამი, ეს იყო ბრიტანული ანუ „ალფა“ შტამი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა