ფოლკლორის ცენტრის ფესტივალის „ხალხური საღამოების“ ფარგლებში მარტყოფში ანსამბლ „ანჩისხატის“ კონცერტი ჩატარდება

18 ივლისს, ფესტივალის ,,ხალხური საღამოები“ ფარგლებში ანსამბლი ,,ანჩისხატი“ მარტყოფის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში კონცერტს გამართავს.

როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, საღამოზე უნიკალური ქართული საგალობლები, ფოლკლორული ნიმუშები და ინოლა გურგულიას სიმღერები შესრულდება.

„ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, აგვისტოს ბოლომდე, ფესტივალი ,,ხალხური საღამოები“ იმართება და მასში 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს. მომდევნო უახლოესი კონცერტები დაგეგმილია ოზურგეთსა და თბილისში.

ფესტივალის მიზანია ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. კონცერტზე დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი