დასავლეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა

დასავლეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა, დაკარგულია ასობით ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 100-ზე მეტი ადამიანი გერმანიაში, 22 - კი ბელგიაში დაიღუპა. სტიქია მძვინვარებს ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაშიც.

გერმანიაში განსაკუთრებით დაზარალდა რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის რეგიონები.

მედიის ინფორმაციით, გერმანიაში, რეინლანდ-პფალცის რეგიონის არვაილის რაიონში კონტაქტის დამყარება 1 300-ზე მეტ ადამიანთან ვერ ხერხდება.

ქვეყანაში სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში 15 000-მდე პოლიციელი, ჯარისკაცი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია ჩართული. სახლების სახურავებზე ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენების საშუალებით ჩამოჰყავთ, გზებს კი წაქცეული ხეებისა და ნარჩენებისგან ტანკების დახმარებით წმენდენ.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა და დაზარალებულებს მთავრობისგან დახმარებას დაჰპირდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა