„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, მათ იმედი აქვთ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ელჩების მოწოდებები სრულყოფილად და დროულად აღასრულოს.

„ბატონო შარლ მიშელ, მოხარული ვართ, რომ კვლავ ეწვევით საქართველოს. ვფიქრობთ, თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების ერთობლივ წერილში გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები საყურადღებოა. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას, დაკავშირებულს “ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს”. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ელჩების მოწოდებები სრულყოფილად და დროულად აღასრულოს.

გვსურს გავიმეოროთ, რომ ჩვენი პლატფორმა, რომელიც 200-მდე სამოქალაქო ორგანიზაციას აერთიანებს შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. ეს იყო უპრეცედენტო ძალადობა, განხორციელებული ჟურნალისტების წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი და გარდაიცვალა ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. ასევე, შეგვაშფოთა ლგბტქ თემისა და საზოგადოებრივი აქტივისტების წინააღმდეგ აგრესიულობის ხარისხმა. აღსანიშნავია ხელისუფლების უუნარობაც, კონსტიტუციური სამართლის აღსრულებისა და საზოგადოების მოძალადეებისგან დაცვის თვალსაზრისით. დემოკრატიული პროცესების განვითარების გარანტი არის პირველ რიგში დამოუკიდებელი სასამართლო. ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა, აფერხებს ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს.

მივმართეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გამოიძიონ როგორც ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის, ასევე ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხევისა და დაწვის ფაქტები.

მიგვაჩნია (და ამაშიც ვიზიარებთ შარლ მიშელის პოზიციას), რომ უნდა იყოს მიღებული როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ზომები. ჩვენ, როგორც ევროინტეგრაციული პროცესების სადარაჯოზე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანება, მომავალშიც გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით.

მზად ვართ, ჩვენი პლატფორმა იყოს საქართველოში ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ გაცხადებული მისწრაფებების მთავარი ფორპოსტი.

ბატონო შარლ მიშელ, მიგვაჩნია, რომ დღეს, გამომდინარე გეოპოლიტიკური და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს კონსტიტუციისა და ასოცირების ხელშეკრულების აღმსრულებელი. საქართველოს მთავრობა უნდა გაემიჯნოს, გამოიძიოს და დასაჯოს მოძალადეები. მან უნდა გამოიკვლიოს ყველა ის ჯგუფი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და აღკვეთოს ნებისმიერი მცდელობა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას დაემუქრება.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით მომეტებულ საფრთხეებს და საქართველო განაგრძობს უწყვეტ სვლას ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ,“- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა