იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია ყველა არსებული ნაგავსაყრელის ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს და მათ ჩანაცვლებას ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით. ამის შესახებ შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული.

აღნიშნული სტრატეგიის გათვალისწინებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის აშენდება ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი.

„რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე ქსელი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და არსებულ 8 ძველ ნაგავსაყრელს ჩაანაცვლებს. აღნიშნული ძველი ნაგავსაყრელები ტევადობის მაქსიმალურ ზღვარს მალე მიაღწევენ, სწორედ ამიტომ, ისინი სტანდარტების შესაბამისად, რაც შეიძლება მალე უნდა დაიხუროს.

ახალი ობიექტისთვის შესაფერისი ადგილმდებარეობის მოსაძებნად, ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვითი შეფასების ახალი კოდექსების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ დაიწყო ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესი. კომპანიამ შეიმუშავა ლოკაციის შერჩევის პროცესის ახალი მიდგომა: ”ინფორმირება - მოწვევა - ჩართვა”. აღნიშნული მიდგომა საზოგადოებასთან ღია და გამჭვირვალე დისკუსიის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

მათივე ცნობით, აღნიშნული მიდგომა გულისხმობს რეგიონში დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ინფორმირებას, მოწვევას და არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის საბოლოო ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში ჩართვას.

„ადგილმდებარეობის შერჩევის პირველ ეტაპზე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად, ტექნიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და იურიდიული კრიტერიუმების საფუძველზე, დაადგინა ობიექტის მშენებლობისთვის შესაფერისი რამდენიმე ალტერნატიული ადგილმდებარეობა. სპეციფიური და ადგილობრივი ასპექტების, ასევე, დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების აზრის გათვალისწინების მიზნით აღნიშნული ადგილმდებარეობები განხილული იქნება დაინტერესებულ მხარეებთან და შერჩეული ლოკაციების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასთან.

პროცესის ხელშესაწყობად, კომპანიამ, საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა - ქუთაისი" პროექტის ფარგლებში, შექმნა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ნარჩენების მართვის რეგიონული სამუშაო ჯგუფი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს, 16 ივლისს, გაიმართა (კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა). აღნიშნულმა ჯგუფმა ხელი უნდა შეუწყოს მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობას, როგორც ზოგადად მუნიციპალური ნარჩენების მართვის საკითხებზე, ისე, საჭიროების შემთხვევაში, აქტუალურ კონკრეტულ თემებზეც. რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარეა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია. რეგიონული სამუშაო ჯგუფი მოიცავს მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს. რეგიონული სამუშაო ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს დისკუსიებს და კომპანიას წარუდგენს საბოლოო რეკომენდაციას ახალი ობიექტის განთავსებისთვის, ყველაზე ოპტიმალური მდებარეობის შესახებ.

ადგილობრივ ინფრასტრუქტურასთან, მიწათსარგებლობასთან (საძოვრები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები) და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან ადგილებთან (ისტორიული, ტრადიციებთან დაკავშირებული ადგილები და ა.შ.) დაკავშირებით მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგიონული სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, პოტენციური ლოკაციის სიახლოვეს არსებული თემების წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდება. დისკუსიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ახალი ობიექტის სიახლოვეს განლაგებულ ადგილობრივ თემებში, განვითარების ღონისძიებების შესაძლო განხორციელება და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების დადგენა.

აღნიშნული ”სპეციფიური” ინფორმაცია ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორედ ამიტომ, რეგიონული სამუშაო ჯგუფი შექმნის ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტს, რომელშიც ასევე შევლენ პოტენციური ლოკაციის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეები. კომიტეტის მთავარი მიზანია დეტალურად გააანალიზოს პოტენციურ ადგილმდებარეობებთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, მათ შორის განიხილოს ადგილობრივი თემების შესაძლო საჭიროებები და შემდეგ მონაწილეობა მიიღოს საბოლოო ადგილმდებარეობის შერჩევის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ახალი ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონიტორინგის კომიტეტის დაარსების გზით. აღნიშნულ კომიტეტში შევლენ საბოლოოდ შერჩეული ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცოხვრები თემების/დასახლებების წარმომადგენლები. კომიტეტი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მშენებლობა, ექსპლუატაცია/ოპერირება, დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა) საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მონიტორინგის მექანიზმებს დააკვირდება და წარმოადგენს როგორც შერჩეული ლოკაციის სიახლოვეს განლაგებული თემების, ისე ფართო საზოგადოების ინტერესებს (სამეცნიერო წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია: მიდგომა "ინფორმირება - მოწვევა - ჩართვა" შემუშავებულია ნიდერლანდებისა და გერმანიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, სადაც საზოგადოებრივი ჩართულობის პროცესები კარგადაა განვითარებული. კონსულტანტები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას, "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა - ქუთაისი" პროექტის მეშვეობით, სწორედ აღნიშნული ქვეყნებიდან არიან და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მიდგომის პრაქტიკაში დანერგვის საქმეში ხელმძღვანელობენ. აღნიშნული მიდგომის განხორციელებას მხარს უჭერენ პროექტის დამფინანსებლებიც, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის დელეგაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს