მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში შეხვედრებს განაგრძობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის რეგიონების ოკუპაციის, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების, ასევე უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ განხორციელებული მილიტარიზაციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

„მხარეებმა განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას პარლამენტარებს შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე, ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის ფორმატში. მხარეებმა, საერთო ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართული სამომავლო ნაბიჯები განიხილეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა