ჯო ბაიდენი - სოციალურ მედიაში კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ადამიანებს კლავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაცია „ადამიანებს კლავს.“

ამ კომენტარით მან უპასუხა შეკითხვას, რა როლს თამაშობს ვაქცინებსა და პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, მათ შორის „ფეისბუქში“, გავრცელებული დეზინფორმაცია.

„ისინი ადამიანებს კლავენ. ერთადერთი პანდემია რაც გვაქვს, არავაქცინირებულ ადამიანებს შორისაა“,- აღნიშნა ბაიდენმა.

მანამდე თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ „ფეისბუქი“ და სხვა პლატფორმები ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკმარისად არ მოქმედებენ.

„აშკარაა, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ფსაკიმ.

„ფეისბუქის“ პრესსპიკერმა კევინ მაკალისტერმა განაცხადა, რომ კომპანიას არ აშფოთებს ბრალდებები, რომლებიც არ ემყარება ფაქტებს.

„წავშალეთ კორონავირუსთან დაკავშირებული 18 მილიონზე მეტი დეზინფორმაცია და წავშალეთ ანგარიშები, რომლებმაც ხელახლა დაარღვიეს ეს წესები“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენი - სოციალურ მედიაში კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ადამიანებს კლავს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა