ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ კალანდიას საჩივარი წარმოებაში მიიღო

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმი სასამართლოს ადმინისტრაციამ წარმოებაში მიიღო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლო კალანდიას საჩივარს შესაძლებლობისთანავე განიხილავს.

„2021 წლის 17 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულ, იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის წარჩინებული სტუდენტის, მიხეილ კალანდიას საჩივარს მიენიჭოს შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი, საქმეს ეწოდოს Kalandia v. Georgia და გადაეცეს განხილვის მე-2 ეტაპს.

იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება: საქმე სასამართლოში შესაძლებელია წარდგენილ იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურული იქნება შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებანი; მომჩივნის პრეტენზიები უნდა ეხებოდეს კონვენციით განსაზღვრული ერთი ან მეტი უფლების სავარაუდო დარღვევას, საჩივრები სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნას ექვსი თვის ვადაში საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან; მოსარჩელე პირი უშუალოდ უნდა წარმოადგენდეს კონვენციის დარღვევის მსხვერპლს და განცდილი უნდა ჰქონდეს მნიშნვნელოვანი ზიანი.

ამ მოთხოვნებიდან მე-4 პარაგრაფის ვარაუდებია ყველაზე არსებითი",- აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაcიო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს