რეინჯერებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის მსმენელებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლების დასკვნით ეტაპზე რეინჯერებმა AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან სტატიკური პარაშუტის ხტომა ტვირთითა და იარაღით განახორციელეს. საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა რეინჯერების ხტომა დადებითად შეაფასეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 3 კვირის განმავლობაში ნატო-ს სტანდარტის სამხედრო სპეციალისტის პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 30 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა. პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, რომელიც მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომასა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა.თავდაცვის უწყების ცნობით, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა 2000 წლიდან ფუნქციონირებს. საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატო-ს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.

იხილეთ ვიდეო: რეინჯერებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა