ბარსელონასა და ესპანეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში ე.წ. ღამის კომენდატის საათი ხელახლა დაწესდა

მედიის ინფორმაციით, კატალონიის რეგიონალურმა მთავრობამ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო სასამართლოებს მიმართა და იმ ტერიტორიებზე, სადაც შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 400-ს აღემატება, „კომენდატის საათის“ 01:00-დან 6:00 საათამდე დაწესების ნებართვა ითხოვა.

რეგიონის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამის კომენდატის საათი“ 161 მუნიციპალიტეტში იმოქმედებს.

„კომენდატის საათი“ მიმდინარე შაბათ-კვირას ამოქმედდება და 23 ივლისამდე დარჩება ძალაში, თუმცა კატალონიის მთავრობას მისი გახანგრძლივების მოთხოვნა შეუძლია.

კატალონიის რეგიონში დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000-ს მოსახლეზე 1 107-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა „დელტა“ ვარიანტის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.

იხილეთ ვიდეო:ბარსელონასა და ესპანეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში ე.წ. ღამის კომენდატის საათი ხელახლა დაწესდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა