ავღანეთის მთავრობისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები ყატარში შეხვედრას გამართავენ

ავღანეთის მთავრობისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდებიან.მედიის ინფორმაციით, ავღანეთის მთავრობას 8-კაციანი დელეგაცია, მათ შორის ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და ავღანეთის უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, დოჰაში გუშინ გაემგზავრა.

მხარეები, სავარაუდოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობებს განიხილავენ.

ავღანეთში უცხო ქვეყნების ძალების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ სამთავრობო ძალების წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის შეტაკებებმა და ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. თალიბებმა ძალაუფლების დასაბრუნებლად ძალისხმევა გააძლიერეს. მათი მტკიცებით, ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 85%-ზე მეტს აკონტროლებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა