ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რეგისტრაციის პორტალის - BOOKING.COM-ის მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებს შეეხება და განმარტავს, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (ამ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

მათი განმარტებით, თუ არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი (აღნიშნულ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოვება. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია დღგ-ის საანგარიშო პერიოდის განსაზღვრისა და საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების ახალი გამარტივებული წესის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილია და გამართულად ფუნქციონირებს პორტალი - https://nr.rs.ge/ რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ