რომან გოცირიძე ხელისუფლებაზე - პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურებიან, აკეთებენ რა ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს

პრემიერ-მინისტრმა და ასევე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთეს თავხედური, ანტიდასავლური განცხადება იმ ქვეყნების საწინააღმდეგოდ, რომელთა გარეშეც საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ იარსებებდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის წინ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს „პოლიტიკურ მოუსავლეთში“, რადგან დღითიდღე სულ უფრო მეტად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა.

„ეს ადამიანები პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურებიან, აკეთებენ რა ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს. პირდაპირ რუსეთის ზურგგამაგრებული განცხადება მოვისმინეთ დღეს. ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი, ვინაიდან საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია, დადის ნულამდე და ამ რეპუტაციის მქონე ქვეყანაში, არც ფულს ჩადებს არავინ და მისი ევროატლანტიკური პერსპექტივაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აკეთებენ რუსულ საქმეს, ამიტომ დროა ეს ხელისუფლება წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზეც უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

„დღეს ეს მოვლენები და პროცესები გაჩნდა მხოლოდ მედიის მხარდაჭერის ფარგლებში. უგუნურ განცხადებებს აკეთებს მთავრობა და პირდაპირ დაუწყეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრძოლა, ებრძვიან ამერიკის ელჩს და რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს და აძლიერებენ რუსეთის პოზიციას საქართველოში. დღეს უკვე პრობლემა არის ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვა. ხოლო კონკრეტული ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას სასწრაფოდ, ეს არის ძალიან მარტივი - უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, ის ლიდერები, რომლებიც დათარეშობდნენ და აორგანიზებდნენ რბევას. უნდა დაისაჯოს ყველა შემსრულებელი, ვინაიდან ყველა იდენტიფიცირებულია. პოლიტკიკური ფასი უნდა გადაიხადოს ხელისუფლებამ, უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა